20:56 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
236 0 0

ექიმებს იმედი გაუჩნდათ – ავტოავარიაში დაშავებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, რაც თავდაპირველად კრიტიკულად ფასდებოდა, პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გადარჩენილი სამი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკაა შენარჩუნებული, განაცხადა ჟურნალისტებთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა. 

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. მათი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად შეფასდა. ორ პაციენტს შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.

რატიანის განმარტებით, უარყოფითი გამოვლინება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება, თუმცა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი თემები