15:11 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (751)
167 0 0

COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. 27 აგვისტოს მონაცემებით, მევენახეებმა 490,25 ტონა ყურძენი ჩააბარეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე მევენახეები ადრეული ჯიშის ყურძენს აბარებენ. 

დღევანდელი მონაცემებით, „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც თელავში ფუნქციონირებს, 70-მდე კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი – 1 კგ ყურძენში არანაკლებ 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (751)

მთავარი თემები