01:00 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2079)
926 0 0

ცნობილი ადამიანების შინაური ცხოველები ასევე ცნობილები არიან. ისინი ხშირად ხვდებიან ხოლმე პაპარაცების ობიექტივში, ჟურნალების ყდებზე ან თავიანთი პატრონების სოციალურ ქსელებში.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არა მხო­ლოდ „სელფ­შო­ტებს“, არა­მედ საყ­ვა­რე­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნე­ბენ. გთა­ვა­ზობთ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ფო­ტო­ებს.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

ახალი ამბავი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ მსახიობი შორენა ბეგაშვილი შინაური ცხოველების დიდი მოყვარულია. მას სახლში პატარა ძაღლი „სანი“ ჰყავს, რომელსაც დაბადების დღეებსაც კი უხდის. სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მსახიობმა პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ის საკუთარი ძაღლისთვის „საცოლეს“ ეძებს. ცუგა პატრონს თითქმის ყველგან დაჰყვება და მისი იმიჯის ერთგვარი ნაწილიც კი გახდა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაია ასათიანს სახლში სამი ძაღლი ჰყავს. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შინაური ცხოველების საყვარელ ვიდეოებსა თუ ფოტოებს. ტელეწამყვანმა ციმბირული ჰასკი „დუდი“ ნუცას უყიდა. ის დღესაც მოუთმენლად ელოდება ნუცას. ასევე ჰყავს პუდელი „ბუბუ“ და „თუთა“.

View this post on Instagram

# afterthehardday

A post shared by nino (@ninonadiradze) on

პოპულარულ ტელეწამყვანს და ექიმს ნინო ნადირაძეს და პლასტიკურ ქირურგს გუგა კუზანოვსაც სახლში ორი ტაქსა ჰყავთ. როგორც ჩანს, პოპულარულ ოჯახს ცხოველები ძალიან უყვარს.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Zhorzholiani (@nanukashow) on

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც ძაღლების მოყვარულია. როგორც ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, მის შვილს საბა კოდუას შვიდი ძაღლი ჰყავს. „სანი“ და „ბო“ ნანუკას სახლში ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები – ზოგი ნანუკას მამასთან და ერთიც ერეკლე კოდუასთან უნგრეთში.

თავის მხრივ, ყოფილი მაღალჩინოსანი უნგრეთში ახალ მეუღლესთან და სამ კატასთან ერთად ცხოვრობს. მისი უკრაინელი მეუღლე კატალინა დიდა, როგორც ჩანს, კატების მოყვარულია.

View this post on Instagram

#cats #catsofinstagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

მსახიობ ია ფარულავას კატებისადმი სიყვარული ცნობილია. მსახიობს ბოლო 15 წელია კატა სულ ჰყავს, ყველა ჯიშიანი იყო, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ, რაც ქუჩის კატა აიყვანა, მიხვდა რა ყოფილა კატა, რადგან ადვილი მოსავლელიცაა და თბილიც.

View this post on Instagram

#blackcat

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

„ქუჩის კატა შეიფარეთ, მერე მადლობას მეტყვით – აურის გამწმენდი, ნეგატივის მშთანთქავი, მოსიყვარულე, თბილი, წნევის მარეგულირებელი და სხვა ამბები მისტიკაში აღარ გადავალ – ძველ რომში ყველას ყავდა ერთი ფისო სახლში, ნეტა, რატომ?“ – დაწერა ცოტა ხნის წინ იამ სოციალურ ქსელში.

მსახიობი ზურა ყიფშიძე ძაღლის ყოლაზე, თურმე, ბავშვობაშიც ოცნებობდა, მაგრამ მაშინ ოჯახის წევრებმა სურვილი არ შეუსრულეს. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ბატონმა ზურამაც სურვილი არაერთხელ აისრულა – მას არაერთი ძაღლი ჰყავდა და თითოეულს დიდი სიყვარულით იხსენებს. ახლა მსახიობს კანე-კორსოს ჯიშის შავი ძაღლი „ბაგირა“ ჰყავს, რომელსაც პატრონი ძალიან უყვარს და სახლში მის დაბრუნებას მუდამ მოუთმენლად ელოდება.

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ძაღლების მოყვარულია. დუშეთში მარგველაშვილს ორი ძაღლი ჰყავს. მათ გამო ერთხელ პრეზიდენტს კურიოზიც კი შეემთხვა პირდაპირ ეთერში.

ცნობილ ტელეწამყვანს ნანიკო ხაზარაძეს ცხოველები ძალიან უყვარს. მას რამდენიმე წელია სფინქსის ჯიშის კატა ჰყავს. ნანიკო ინტერვიუებში ამბობს, რომ ყველაზე დიდ ბედნიერებას სახლში ყოფნა ანიჭებს. ქალიშვილი ლილუ, მისი მეუღლე და კატა „დოდო“ – ეს არის ნანიკო ხაზარაძის იდეალური დღე.

View this post on Instagram

🛴✌️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

კახა კალაძის ოჯახი ცხოველების დიდი მოყვარულია. წყნეთში თბილისის მერი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ოთხ ვაჟთან – ლევანიკო, კახი, ვაჩე და ნიკოლასთან და შვიდ ძაღლთან ერთად ცხოვრობენ.

View this post on Instagram

You might need somebody too.. 🤍

A post shared by Salome Gviniashvili (@salomegviniashvili) on

ტელეწამყვანისა და მოდელის სალომე ღვინიაშვილის ოჯახს სულ ცოტა ხნის წინ ოთხფეხა წევრი შეემატა. პატარა თეთრი არსება სალომემ „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ორი თვის წინ გააცნო. ძაღლი სოცქსელების მომხმარებლებში დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ძაღლი „ედგარი“ ჰყავს. ცუგა მისი საავტორო გადაცემების ხშირი სტუმარიცაა და მაყურებელი უკვე კარგად იცნობს.

ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ თვითიზოლაციის პირობებში ახალი ჰობი აღმოაჩინა. ეკო ფანგანი ეგზოტიკური ცხოველებით დაინტერესდა. Instagram-ის ოფიციალური გვერდის „სთორიზე“ ტელეწამყვანმა პატარა ხვლიკი გამოაჩინა, რომელსაც დიდი სიყვარულით უვლის. ქვეწარმავალი ეკო ფანგანს ახალი შეძენილი ჰყავს. გამოქვეყნებულ ვიდეოზე კარგად ჩანს, როგორ ეფერება ტელეწამყვანი პატარა ხვლიკს. ეკო ფანგანმა ეგზოტიკურ ცხოველს „ჯანგო“ დაარქვა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)

მთავარი თემები