05:34 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2079)
4518110

სოციალურ ქსელში მაია ასათიანი გააკრიტიკეს. ტელეწამყვანმა „ინბოქსში“ მისული მინაწერები გამოაქვეყნა. აი, რას წერენ ჟურნალისტს.

ტელეწამყვანის „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულმა მილოცვამ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მომხმარებლები გააღიზიანა და მან პირად შეტყობინებაში ნეგატიური მესიჯები მიიღო. „გონს მოსვლაში ჩემი შვილის სიკვდილს გულისხმობს“, – დაწერა ჟურნალისტმა და "სქრინები" სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა.

რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო. მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ა დაუდგინეს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურია. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აქვეყნებს. მისი ყოველდღიური რუტინა უკვე ყველამ იცის. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლის ინტერიერის, ძაღლების მოვლის დეტალების, საკუთარი წიგნების, გემრიელი საუზმის საიდუმლოებების მოყოლა მოასწრო.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

23 თებერვალს ნუცას გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. ტელეწამყვანი ამ თარიღს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე განერიდა. როგორც მაია ვიდეოებში ამბობს, მისთვის ძალიან რთულია ეს თარიღი და ცდილობს ამ დღეს მარტო იყოს თავის თავთან, სწორედ ამიტომ ის სამოგზაუროდ მარტო წავიდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)

მთავარი თემები