23:35 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2091)
98985 0 0

ცნობილი პროდიუსერის მეუღლემ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია, როდესაც ისინი დაინტერესდნენ, რამდენი წლის არიან ის და ნოე.

ცნობილი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტანსაცმლის მაღაზია გახსნა, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით პოპულარული „მის საქართველო“ ცნობილ პროდიუსერთან ქორწინების შემდეგ გახდა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს მათ შესახებ მცირე დეტალიც კი აინტერესებთ, ამიტომ წყვილი ხშირად პასუხობს საზოგადოების შეკითხვებს სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი ასეთი ინტერვიუს დროს ჯანეტი „ინსტაგრამის“ მომხმარებლებმა ტყუილში გამოიჭირეს.

მოდელმა დაწერა, რომ ის 28 წლის, ხოლო მისი ცნობილი მეუღლე 29 წლისაა. როდესაც ჯანეტს გაახსენეს, რომ ნოეს ჰყავს 16 წლის შვილი და ვერანაირად ვერ იქნება ამ ასაკის, ჯანეტმა აღნიშნა, რომ ტყუილი ნოეს თხოვნა იყო, რომელსაც ემორჩილება.

View this post on Instagram

#happy2months #to #annasulaberidze @janeta_ker 💞

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ერთად და ცალ-ცალკეც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები ამბობენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.

View this post on Instagram

#children #brother #sisters #annasulaberidze #happiness💕

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა. მას ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. საშკა 16 წლისაა, ლიზა 12-ის.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2091)

მთავარი თემები