Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კრისტი ყიფშიძემ დათუნა სულიკაშვილის სამოსი საცვლების გარეშე მოირგო – პიკანტური ფოტოები

© courtesy of Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრისტი ყიფშიძის სექსუალური „ლუქი“. მოდელის პიკანტური ფოტოები გულგრილს არავის ტოვებს. როგორ გამოიყურება 42 წლის მოდელი?

კრისტი ყიფშიძე საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. 42 წლის მოდელი უახლეს ფოტოზე შეუდარებლად გამოიყურება. ქართული სამოდელო სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი უახლეს ფოტოზე დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი ახალი სამოსით პოზირებს. შავ კომბინეზონში გამოწყობილმა მოდელმა თამამი ნაბიჯი გადადგა და სამოსი საცვლების გარეშე მოირგო. Instagram-ის უახლესმა პოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

View this post on Instagram

Love you ♥️ @datunasulikashvili

A post shared by Kristi Kipshidze (@kristikipshidze) on

კრისტი ყიფშიძის განუმორებელი გარეგნობა და ბუნებრივი სილამაზე გულგრილს არავის დატოვებს. მოდელის გენეტიკური სილამაზე თვალშისაცემია. ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას მარტივად მიხვდებით, რომ ყიფშიძეების ყოფილი რძალი პლასტიკური ქირურგიის მოყვარული არ არის. როგორც ჩანს, ის ესთეტიკური ცენტრების ხშირი მომხმარებელიც არ არის. თინეიჯერობის ასაკის სურათსა და დღევანდელს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა.

View this post on Instagram

by @k.i.k.a.l.a ❤️

A post shared by Kristi Kipshidze (@kristikipshidze) on

აღსანიშნავია, რომ გამოცდილ მოდელს მრავალფეროვანი და ტრენდული გარდერობი აქვს. სიფრიფანა კაბები, საღამოს ულამაზესი ტანისამოსი, ე.წ. „Casual–ყოველდღიური“ სტილი მის ტანს ამშვენებს. ქართველ ვარსკვლავებს შორის კრისტი გემოვნებიანი ჩაცმულობითაც გამოირჩევა. მოდელმა დასვენება ზღვაზე გადაწყვიტა. ბათუმის სანაპიროზე სექსუალური ფოტოები გადაიღო და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გამომწვევი ულტრამოდური ვარდისფერი საცურაო კოსტიუმის გარდა, კრისტი ჩვეულებრივ შავ ბიკინიშიც არაჩვეულებრივად და თვალისმომჭრელად გამოიყურება. ის ზაფხულის დღეებს ქალიშვილთან ერთად ატარებს და ფოტოსესიებს აწყობს. დედა-შვილს წლის ტენდენციური „ლუქები“ არასდროს ავიწყდება. „ფოლოვერებს“ ჩაცმის განსაკუთრებულ ვარიანტებს უზიარებენ. კრისტი იმ ქალბატონებისთვისაა სამაგალითო, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება, ამიტომ მისი სხეული მუდმივი განხილვის საგანია.

View this post on Instagram

#stayhome @shotie_blackmore

A post shared by Kristi Kipshidze (@kristikipshidze) on

მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა. 1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 42 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0