შსს-ს 340 მეხანძრე-მაშველი ოფიცერი გახდა

© photo: Ministry of Internal Affairsთემურ მღებრიშვილი
თემურ მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უმაღლესი განათლების მქონე თანამშრომლებს ოფიცრის პირველადი – უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭათ.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისი - Sputnik საქართველო
მაშველებმა მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

340 მეხანძრე-მაშველს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი – უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. მათ გარდა 3 ათასამდე მეხანძრე-მაშველს, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლის, ასევე ექნება საშუალება ოფიცერი გახდეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თანამშრომლებს მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამსახურის სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე.

საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2017 წლის ნოემბერში შეიქმნა. თავიდან იგი მთავრობის მეთაურის დაქვემდებარებაში იყო, 2018 წლიდან კი შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0