Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინა სუბლატს შვილი შეეძინა – ვის ჰგავს ახალშობილი? – პირველი ფოტო სამშობიაროდან

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინა სუბლატს და გიორგი შამანაურს პირველი შვილი შეეძინათ. მომღერალმა შვილის სახე გამოაჩინა. როგორ გამოიყურება და ვის ჰგავს ახალშობილი?

ნინა სუბლატს პირველი შვილი 26 აგვისტოს შეეძინა. „არ ვიცი, ვიღაც პატარა ბავშვია ჩემთან მოსული“ – ამ წარწერით პოსტი არტისტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა. წყვილს ბიჭი შეეძინა და მას ალექსანდრე დაარქვეს.

View this post on Instagram

Last weeks

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

წარმატებული მომღერალი ფეხმძმობის პერიოდში დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და კომპოზიტორი მეუღლის დახმარებით ფეხმძიმობამ ჰარმონიულად ჩაიარა. კორონავირუსის გავრცელების დროს მისი ნათესავი დაინფიცირდა, რის გამოც ნინა სუბლატი რამდენიმე კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. „გილოცავ, დედიკოსავით ლამაზი იქნება!“, „გილოცავ! იმედია, ლამაზი თვალებით დედიკოს დაემსგავსება...“, „გილოცავთ! ნეტა შენნაირი სასწაული თვალები აქვს?“ – ასე ულოცავენ „ფოლოვერები“ და ნინას ერთგული გულშემატკივრები მომღერალს.

View this post on Instagram

არ ვიცი, ვიღაცა პატარა ბავშვია მოსული ჩემთან 🤓

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

გიორგი შამანაურმა საკუთარ ინსტაგრამზე ცოლ-შვილის უახლესი სურათები გამოაქვეყნა. Instagram-ის „სთორიზე“ გამოქვეყნებულ სურათს, რომელზეც ნინა და პატარა ალექსანდრე არიან აღბეჭდილი, ახალგაზრდა კომპოზიტორმა წარწერა „სამოთხე“ დაურთო. ნინას და გიორგი შამანაურის ამ დიდ ბედნიერებას ცნობილი სახეებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის არის ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი შამანაურის უახლოესი მეგობარი, რომელიც კომენტარში მოზღვავებულ ემოციებს ვერ მალავს. „ვაშა! ჰეი! რა მაგარია!“ – წერს რაჭველი.

 

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა და ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა. მის თითოეულ ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი. ცოტა ხნის წინ ნინამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის შვილს საოცარი პროფილი აქვს. ასეც აღმოჩნდა, პატარა ბიჭუნა ნამდვილად ძალიან საყვარელია. ამას ნინას და გიორგის მეგობრებიც აღნიშნავენ.

View this post on Instagram

Baby boy Alex

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს – დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი და მისი რჩეული, ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაური ახალ კომპოზიციებზე ერთობლივად მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0