მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს შატილის ტრაგედიასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა

© REUTERS / Stefanos Rapanisმსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი აღნიშნავს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დიდად დამწუხრებული არიან.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხევსურეთში, შატილის გზაზე მომხდარ საშინელ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. ინფორმაციას ავრცელებს ქართული სამრევლო კონსტანტინოპოლში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქმა შატილში დაღუპულთა ოჯახები გაამხნევა: უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ

შემაძრწუნებელი ავტოსაგზაო შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა. 80-მეტრიანი სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 17, სამი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

მსოფლიო პატრიარქის წერილში აღნიშნულია, რომ მომხდარი საბედისწერო შემთხვევის გამო დიდად დამწუხრებული არიან.

„ღრმა თანაგრძნობას გიცხადებთ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად ჩემი მდაბლისა სახელით და ვევედრებით უფალს, უსამართლო სიკვდილით აღსრულებულ ჩვენთა უმანკოთა მოყვასთა სულებს განუსვენოს, მათი ოჯახის წევრების გულებს ნუგეშის სალბუნი მოუფონოს და ზეგარდამო ნუგეში მიჰმადლოს სრულიად საქართველოს მწუხარე, მამაც და ტანჯულ ერს, სიყვარულისა და ერთსულოვნების მტკიცე და შეურყეველი ჯაჭვით რომ შეკავშირებია კონსტანტინეპოლის წმინდა ეკლესიას“, – ნათქვამია ბართლომეოს კონსტანტინოპოლელის წერილში.

დაშავებულები თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს. კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამჟამად სამივე პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება.

მომხდარი ტრაგედიის გამო 25 აგვისტოს საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0