კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Pixabay / jarmolukახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში
ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 1190 ადამიანი, გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 11-ით გაიზარდა და 1447-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1190 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 40), გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0