Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სიყვარულის სურნელი ვიგრძენი“ – ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის შეყვარებული?

© Photo: Nini Gogichaishvili / FBნინი გოგიჩაიშვილი
ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი გოგიჩაიშვილი სიყვარულის ნაპერწკლებს აფრქვევს. ნინიმ აქამდე უცნობი სურათები გაასაჯაროვა, მისი ფარული სიყვარული ყოველდღე შეუდარებელ თაიგულებს ჩუქნის. ვინ არის ნინის რჩეული?

ამ უმშვენიერესი მოდელის გარშემო მითქმა-მოთქმა არ ნელდება. გოგიჩაიშვილების ოჯახის უმცროსი წევრი შეყვარებულია. მიუხედავად იმისა, რომ მოდელს მეორე ნახევარი სულ უფრო და უფრო ხშირად ანებივრებს, ის საყვარელი მამაკაცის გამოჩენას არ ჩქარობს. ჯერ კიდევ თვეების წინ ნინი, მისი ტელეწამყვანი და მხატვარი და ნანუკა და ნანუკას მეუღლე დასასვენებლად საზღვარგარეთ იყვნენ. ნინი იქ რჩეულ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მას კამერების წინაშე პოზირება არ ხიბლავს.

View this post on Instagram

#🤍

A post shared by Leonard Cohen Was Right (@ninigogicha) on

Instagram-ზე გამოქვეყნებული უკანასკნელი ფოტოსესია საზაფხულო განწყობას შეგიქმნით. საუცხოოდ არჩეული ყვავილების ფერთა გამა, გემოვნებიანი შეხამება და ყოველგვარი მიზეზის გარეშე მირთმეული სიურპრიზი გონებაში სამუდამოდ აღიბეჭდება. ასეც მოხდა, ნინი გოგიჩაიშვილი საყვარელი მამაკაცის მიერ ნაჩუქარ თაიგულებს ფოტოებს უღებს და სოციალურ ქსელში ვრცელი კოლაჟიც კი შეიქმნა. ნახეთ, როგორ ბრწყინავს სიყვარულისგან ნინი გოგიჩაიშვილი, რასაც მისი თაყვანისმცემლები ხაზგასმით აღნიშნავენ.

View this post on Instagram

1. #❤️🪐♾

A post shared by Leonard Cohen Was Right (@ninigogicha) on

გოგიჩაიშვილების ოჯახის უმცროსი წევრის მიმართ გამოთქმულ სიტყვებს თავად მოდელი უყურადღებოდ არასდროს ტოვებს. აი, რას წერენ მისი ერთგული „ფოლოვერები“ აღნიშნულ ფოტოკოლაჟზე: „ულამაზესი ხარ“; „სიყვარულის სურნელი ვიგრძენი“; „სილამაზე ხარ“... ნინი გოგიჩაიშვილი კი შეყვარებულს საგულდაგულოდ მალავს. ასე იქცეოდა მისი უფროსი დაც მანამ, სანამ სოციალურ ქსელში „ზარაფხანის“ მფლობელისა და მოდელის ერთობლივი სურათები აქტიურად არ გავრცელდა. ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა სწორედ საკუთარ თავზე ინტენსიური მუშაობაა.

View this post on Instagram

A post shared by Leonard Cohen Was Right (@ninigogicha) on

ნინი გოგიჩაიშვილი ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თავდაპირველად ტელეწამყვანის ამპლუაში GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ში გამოჩნდა. მას შემდეგ ნინის გარშემო განვითარებული მოვლენები და კარიერული მისწრაფებები ყველა დაინტერესებულმა კარგად იცის. ამას ისიც განაპირობებს, რომ ულამაზესი და დახვეწილი მოდელი სოციალურ ქსელში გამორჩეული „ინფლუენსერია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ინტერესი მუდამ იზრდება.

ნინის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 66 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს. ვარსკვლავმა თვითიზოლაციის პირობებში ახალი ნიჭი აღმოაჩინა. გარდა იმისა, რომ გატაცებულია სამოდელო სფეროთი, „დიჯეინგით“, ახლა მისი ჰობი კულინარიაა. ახალმა გატაცებამ ნინი გოგიჩაიშვილი კულინარიული მეგაშოუ „მასტერშეფის“ გამოწვევის წინაშე დააყენა, რასაც მოდელი გართულებების გარეშე გაუმკლავდა და საწყის ეტაპზე წინსაფარიც დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0