ერეკლე კოდუა მესამე ცოლთან ერთად ულამაზეს კურორტზე ისვენებს - ვიდეო

© Photo: Katalina Dida / FBკატალინა დიდა ერეკლე კოდუა
კატალინა დიდა ერეკლე კოდუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა მეუღლემ ერეკლე კოდუამ უკრაინელ ლამაზმანზე დაახლოებით ერთი წლის წინ იქორწინა

შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) ყოფილმა დირექტორმა ერეკლე კოდუამ უნგრეთში ცოლი დაახლოებით ერთი წლის წინ მოიყვანა. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა ქმარმა უკრაინელი კატალინა დიდა ჯერ დანიშნა და ახლა წყვილი ერთად ცხოვრობს.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ წყვილი ბევრს მოგზაურობს, სტუმრად ქართველ ნათესავებსაც იღებენ და სახლში ხუთ შინაურ ცხოველს უვლიან - სამ კატას და ორ ძაღლს. წყვილს უნგრეთში ზაფხულში ჯერ ერეკლეს ძმა და რძალი, შემდეგ კი შვილები სტუმრობდნენ.

ერეკლე კოდუას ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ეს მისთვის მესამე ქორწინებაა. როგორც ჩანს, კოდუას მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მეუღლის ნათესავებთან. ამჟამად წყვილი ზღვისპირა კურორტზე ისვენებს. კატალინა ხშირად ქვეყნებს „ინსტაგრამზე“ ფოტოებს და ვიდეოებს. როგორც ჩანს, წყვილი არაჩვეულებრივ დროს ატარებს.

სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი „იმედის” საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა ის წლებია საქართველოში არ ცხოვრობს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოდუა საზღვარგარეთ წავიდა. ქვეყნიდან წასულ ერეკლე კოდუას საქართველოში ოჯახი დაენგრა, ის და ტელეწამყავნი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმანეთს გაშორდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0