08:23 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1116)
177 0 0

23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდი, რომელზეც საკუთარი მამა სისტემატურად ძალადობდა, საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყებაში მოზარდზე ძალადობის შესახებ განცხადება არ შესულა, თუმცა პოლიციაში ორჯერ შევიდა შეტყობინება აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტის შესახებ.

„შსს-ში არ შემოსულა აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა არც ერთი პირის მიმართ არ დამდგარა. გარდა ამისა, 2014 წელს ბრალდებულსა და მის სიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა.

23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდი, რომელზეც საკუთარი მამა სისტემატურად ძალაობდა, საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მამაკაცი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო, რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გუშინ პროკურატურამ მამაკაცს, თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, ბრალი ოჯახში ძალადობის ფაქტზეც წარუდგინა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1116)

მთავარი თემები