06:26 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (747)
61 0 0

ქართული ტელეარხების შემოსავლები მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით დაეცა.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში ტელერეკლამის ბაზარზეც იმოქმედა – ქართული ტელეარხების შემოსავლები მეორე კვარტალში შემცირდა, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

ქართულმა ტელეარხებმა რეკლამის, სპონსორობის, პროდუქტის განთავსების, განცხადებებისა და ტელეშოპინგის მეშვეობით 12,2 მლნ ლარი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით ნაკლებია.

რეკლამიდან მიღებული შემოსავლების მხრივ რეკორდი დაამყარა ტელეკომპანია „იმედმა“ – მან აპრილიდან ივნისის ჩათვლით 5,4 მლნ ლარი მიიღო; მეორე ადგილზეა „რუსთავი 2“ – 2,1 მლნ ლარის შემოსავლებით.

მესამე ადგილზეა „მთავარი არხი“ – 1,3 მლნ ლარი, მეოთხეზე „TV პირველი“ – 0,8 ლარი. მას მოსდევს „ფორმულა“ 0,3 მლნ ლარით.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ შემოსავლების მეტი ვარდნა რეკლამებისგან მოსალოდნელი არ არის.

„კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანსებს და წლის ჭრილში, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანიების პირველი ხუთეულის საერთო შემოსავლებმა მეორე კვარტალში 14,1 მლნ ლარი შეადგინა.

შემოსავლებით პირველ ადგილზე რჩება „იმედი“ – 5,5 მლნ ლარი, მეორეზე კი გავიდა „მთავარი არხი“ 4,6 მლნ ლარით.

მესამე ადგილი დაიკავა „რუსთავი 2“-მა 2,5 მლნ ლარით, მეოთხე „TV პირველმა“ 0,8 მლნ ლარით და მეხუთე – „ფორმულამ“ 0,7 მლნ ლარით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

მთავარი თემები