00:17 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
241 0 0

67 წლის ქალი, რომელიც ცნობილი ქართველი კალათბურთელის დედა აღმოჩნდა, სახლში გარდაიცვალა – მას მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა და უსიმპტომო კორონავირუსი ჰქონდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის დიაგნოზის მქონე მე-19 პაციენტის უეცარი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გახდა ცხიმოვანი ემბოლია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობის შედეგად განვითარდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირება გრძელდება >>

საუბარია ცნობილი ქართველი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის დედაზე.

გამყრელიძის თქმით, 67 წლის ქალს კორონავირუსი 19 აგვისტოს დაუდასტურდა. ეს იყო ოჯახური შემთხვევა, როდესაც ინფექცია ოჯახის ოთხ წევრს დაუდგინდა. აღნიშნული შემთხვევა სვანეთის სოფელ ლენჯერის ინფიცირების ჯაჭვს უკავშირდება.

ქალს კოქსართროზი ჰქონდა. ეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზია. მისი მდგომარეობისა და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის სახლში იმკურნალებდა დის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც ასევე კორონავირუსით იყო ინფიცირებული. გამყრელიძის თქმით, ორივეს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

24 აგვისტოს, დილით ქალის მდგომარეობა გამწვავდა და მისმა დამ მიიღო გადაწყვეტილება პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, თუმცა ეს ვეღარ მოესწრო.

„დიდი ალბათობით, უეცარი სიკვდილი უკავშირდება ცხიმოვან ემბოლიას, რომელიც საკმაოდ ხშირ გართულებას წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თავად ვიქტორ სანიკიძე კარანტინში გადაიყვანეს, მისი ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. კალათბურთელის ძმა, მამა და დეიდა კი სტაციონარში გადაიყვანეს – მათ ინფექცია დაუდასტურდათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რვით გაიზარდა და 1429-ს მიაღწია,  ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები