05:50 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
171 0 0

განმეორებითი ინფიცირების დროს ორგანიზმს მანეიტრალებელი ანტისხეულები უკვე აქვს, რითიც დაავადებას ებრძვის.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. პაციენტის კორონავირუსით მეორედ დაინფიცირება, ერთეული შემთხვევების გარდა, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე–19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა>>

მისი თქმით, განმეორებითი ინფიცირების დროს ორგანიზმს გამანეიტრალებელი ანტისხეულები აქვს, რითიც დაავადებას ებრძვის.

„ზოგადად, ინფექციური პროცესის კანონია, რომ ერთხელ გადატანილი დაავადების შემდეგ განმეორებითი ინფიცირება გარკვეულწილად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, რადგან ჯერ ორგანიზმს მაინც აქვს, ასე ვთქვათ, მანეიტრალიზებელი ანტისხეულები. არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც არ არის საკმარისი იმუნიტეტისთვის, მაგრამ დაავადებასთან საბრძოლველად ორგანიზმი ამას გარკვეულწილად იყენებს“, – განუცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1429-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1150, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები