როდის განაახლებს თბილისის ინფექციური საავადმყოფო პაციენტების მიღებას? – ექიმების პასუხი

© Sputnik / Alex Shlamovინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ კლინიკამ კორონავირუსითა და აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსითა და აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას დაახლოებით სამი კვირის შემდეგ განაახლებს, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

თბილისის ინფექციური სააავდმყოფო - Sputnik საქართველო
თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ რემონტზე ფულადი თანხა მიიღო

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ არასათანადო პირობების გამო კორონავირუსითა და აივ ინფექციით ინფიცირებულთა მიღება 21 აგვისტოდან შეწყვიტა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საავადმყოფოს 300 ათასი ლარი გამოუყო.

ეზუგბაიას თქმით, იმ კორპუსებში, სადაც მხოლოდ ჟანგბადის სისტემის უზრუნველყოფაა საკმარისი, პაციენტების მიღება დაახლოებით ხუთ დღეში განახლდება.

„ეს ეტაპობრივად განხორციელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ რამდენიმე სერვისი უნდა აღვადგინოთ. სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოები, რომლებიც ამ 300 ათას ლარს მოითხოვდა, უკვე დაწყებულია. თავდაპირველად პაციენტების მიღება აღდგება იმ კორპუსში, სადაც მხოლოდ ჟანგბადის სისტემის უზრუნველყოფაა საკმარისი. სამ კორპუსში უნდა ჩატარდეს ასეთი სამუშაოები და ამას, ალბათ, დასჭირდება სამი-ოთხი დღე. სადღაც მეხუთე-მეექვსე დღეს პაციენტების მიღება უკვე შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დანარჩენ კორპუსებში ჟანგბადის სისტემასთან ერთად აღსადგენია ისეთი სერვისები, როგორიცაა ვენტილაცია, პალატების გარემონტება და სხვ. ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაცია ცდილობს რაც შეიძლება მალე დასრულდეს რემონტი, რათა პაციენტების მიღება განახლდეს.

საქართველოს მთავრობამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონი ლარი გამოყო, რათა კლინიკის თანამშრომლებმა ნორმალურ პირობებში მუშაობა შეძლონ.

ყველა ახალი ამბავი
0