21:13 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (289)
100 0 0

მეტეოროლოგების ცნობით, ნალექი, რომელიც ქვეყანაში კვირას, 23 აგვისტოს მოვიდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხანმოკლე, თუმცა ძლიერი იყო.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში სულ ხუთჯერ დაფიქსირდა ისეთი ძლიერი ნალექების შემთხვევები, როგორიც ქვეყანაში 23 აგვისტოს იყო.

წვიმა, რომელიც ქვეყანაში კვირას მოვიდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხანმოკლე, თუმცა ძლიერი იყო.

– ვაშლიჯვრის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 19 მილიმეტრი, ხოლო 1 საათში 7,2 მილიმეტრი ნალექი მოვიდა;

– ვარკეთილის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 28 მილიმეტრი, ხოლო 1 საათში 15 მილიმეტრი ნალექი მოვიდა; 

- გლდანულას ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 21 მილიმეტრი, ხოლო 1 საათში 12 მილიმეტრი ნალექი მოვიდა;

– მდინარე ვერეს აუზში - სვანიძის ქუჩის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 10 მილიმეტრი, ხოლო 1 საათში 8 მილიმეტრი ნალექი მოვიდა;

– მდინარე ვერეს აუზში - ბაგებში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 16 მილიმეტრი, ხოლო1 საათში 13,2 მილიმეტრი ნალექი მოვიდა;

– სოხუმის უნივერსიტეტის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 15 მილიმეტრი, ხოლო 1 საათში 12,8 მილიმეტრი ნალექი მოვიდა.

ანალიზი უჩვენებს, რომ 23 აგვისტოს დღისით მოსული ნალექების რაოდენობა ნებისმიერ სადამკვირვებლო პუნქტზე არ აღემატება 28 მილიმეტრს, რაც მრავალწლიური დაკვირვების მონაცემებით არ განეკუთვნება იშვიათ მოვლენათა კატეგორიას. ბოლო 20 წლის განმავლობაში 28 მილიმეტრზე და მეტი რაოდენობის ნალექების მოსვლის 39 შემთხვევაა აღრიცხული.

აღსანიშნავია, რომ 23 აგვისტოს მოსული ნალექი ქვეყნის ყველა წერტილში იყო ინტენსიური. მეტეოროლოგების მტკიცებით, ბოლო 20 წელში ასეთი ხასიათის ძლიერი ნალექის მხოლოდ 5 შემთხვევაა აღრიცხული.

 

თემები:
უამინდობა საქართველოში (289)

მთავარი თემები