00:20 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1785)
184 0 0

23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა, გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ მიიღო და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.  მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

სამი გადარჩენილი მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1785)

მთავარი თემები