00:11 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2107)
36110

Instagram-ის გამოწვევა ქეთევან ხატიაშვილმაც მიიღო. პოპულარული ტანმოვარჯიშე ქალიშვილთან ერთად სახლში ერთობა და ვარჯიშობს. ამის ამსახველ ვიდეოკადრებს კი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნახეთ, როგორ ვარჯიშობს სახლის პირობებში ორი ტანმოვარჯიშე.

თვითიზოლაციის პირობებში ინტერნეტი უამრავ საშუალებას გვაძლევს გასართობად. ახლა სხვადასხვა აპლიკაციები დიდ აქტუალობას იძენს. ვარსკვლავები ერთმანეთს მრავალფეროვან გამოწვევებში იწვევენ და სახალისო ვიდეოებს თაყვანისმცემლებს უზიარებენ. ქეთევან ხატიაშვილი არა მხოლოდ „ჩელენჯებით“, არამედ ვიდეო-გაკვეთილებითაც გააქტიურდა. აღსანიშნავია, რომ პოპულარულ ტანმოვარჯიშეს უამრავი მოსწავლე ჰყავს. მათ შორის არის მისი ქალიშვილიც, რომელიც დედასთან ერთად იღებს ვიდეოებს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს და დედის მოსწავლეებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ახლა ვირტუალურ სივრცეში ვირუსულად გავრცელებული ვიდეო იქცევს ყურადღებას. განსხვავებული ილეთების შესრულების საშუალებას ცნობილი კოლუმბიელი მომღერლის შაკირას სიმღერა იძლევა. Hips don’t lie-ის განახლებულ ვერსიაზე აწყობილი ილეთები თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის მისმა გადაღებულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი მთელმა თბილისმა გაიცნო. მოცეკვავის ცხოვრებაში პროექტმა ახალი შესაძლებლობები, ცნობადობა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოუტანა. სამწუხაროდ, პოზიტიურ ჩამონათვალს გულდასაწყვეტი ამბავი მოჰყვა. ქეთი ხატიაშვილი 2014 წელს ბიზნესმენ ქმარს ლევან ვადაჭკორიას დაშორდა. ქორწინებიდან წყვილს ერთი ქალიშვილი, 7 წლის ანასტასია ჰყავს. გოგონა დედის კვალს მიჰყვება და პატარა ტანმოვარჯიშეა.

View this post on Instagram

#newchallenge #momysgirl #Shakira #hipsdontlie #tiktok

A post shared by Keti 💫 (@ketevan_khatiashvili) on

ახლა ქეთის სოციალური ქსელი და რეალური ცხოვრება დიდი სიყვარულითაა აღსავსე. მისი შეყვარებული ცნობილი და წარმატებული ქართველი მორაგბე დავით კაჭარავაა. ეს სიახლე სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი. ქეთი და 34 წლის სპორტსმენი ერთად მიმზიდველად გამოიყურებიან.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2107)

მთავარი თემები