COVID-19 საქართველოში: ათი ახალი შემთხვევა და ინფიცირების უცნობი წყარო

© Sputnik / Alex Shlamovინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 267 ინფიცირებული მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 1137-ს მიაღწია.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო ერთ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ტესტი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

მისი თქმით, ხუთი ახალი შემთხვევა „იმპორტირებულია“, მათგან ერთი ტრაილერის მძღოლია; ორი შემთხვევა სვანეთის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, კიდევ ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 267 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 24-ის კი მძიმე.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 27 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი მძიმე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1421-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0