22:06 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2080)
402 0 0

ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში შვილთან დაკავშირებით წერს. ნახეთ რა შეემთხვა პატარა ანდრუშა შელიას.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ინცინდენტთან დაკავშირებით წერს, რომელიც მის უმცროს შვილს ანდრუშა შელიას აუზზე შეემთხვა.

როგორც ქალი წერს, რომ არა აუზის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მისი შვილი ცოცხალი არ იქნებოდა. ახალგაზრდა ბიჭმა წყალნაყლაპ ბიჭუნას პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

„ჩვენს შვილს ორი დაბადების დღე აქვს. ჩემს თვალწინ, ჩემს თვალწინ ის მეორედ დაიბადა. ალბათ ამ შემზარავ წუთებს ვერასდროს გავიხსენებ ცრემლების ზღვის გარეშე. მაგრამ მადლობელი და უბედნიერესი ვარ, რომ ის ჩემს გვერდით არის და, რაც მთავარია, ჯანმრთელი“, - წერს თათია შარანგია.

თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობენ.

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია იყო. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუ­არ­დ და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი.

თა­თია პი­ა­ნის­ტია. სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში, პა­რიზ­სა და აშშ-ის სხვადასხვა ქა­ლა­ქებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე. თა­თი­ას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. მას დედა ექი­მი ჰყავს, მამა ბიზ­ნეს­მე­ნია.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)

მთავარი თემები