11:52 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2076)
2756411

ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ქართული რეალობისთვის უჩვეულო განცხადება გაავრცელა. ნახეთ რა რეაქცია მოჰყვა მის აღიარებას.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ მამა, ცნობილი ექიმი და ლექტორი დავით ხაზარაძე, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს, პან­სი­ო­ნატ­ში წა­იყ­ვა­ნა. ნა­ნი­კო ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ის“ პირად გვერდზე წერს და საზოგადოებას სთხოვს, „ძალიან ნუ გადაურბენენ“.

ნა­ნი­კო აღ­ნიშ­ნავს, რომ მის მა­მას ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა აქვს და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ის თავს უკეთ იგრძნობდა პანსიონატში, რადგან ამ მდგომარეობაში მისი თუნ­დაც მომ­ვლელ­თან ერ­თად სახ­ლში მარ­ტო და­ტო­ვე­ბა რის­კია.

„ახლა მა­მა­ჩე­მი თავს არა­ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნობს, მღე­რის, უკ­რავს, ცეკ­ვავს, ლექ­სებს კი­თხუ­ლობს, ქალი მოს­წონს, ქა­ლებს მოს­წონთ, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს, რთუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ყავს, ოპე­რა­ცი­ებს გეგ­მავს და რაც მთა­ვა­რია, ხელ­ფა­სი აქვს. ის დღეს ბედ­ნი­ე­რია და ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მა­ი­ას. ეს - მა­ი­ა­კოვ­სკის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ლექ­სი, დაკ­ვრა და მე­დი­ცი­ნაა მისი მთა­ვა­რი ვნე­ბა ახლა“, – წერს ნა­ნი­კო და პოს­ტს მა­მის ვი­დე­ო­საც ურ­თავს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან ტელეწამყვანმა მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მიიღო. საზოგადოების ნაწილმა საკუთარი გამოცდილებაც კი გაუზიარა ამ მძიმე სენთან ბრძოლაში და ნანიკოს გადაწყვეტილება შეუქო.

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი მუშაკია. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა „საიმედო რეკომენდაციები“ დაიწყო. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2076)

მთავარი თემები