22:46 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2080)
4478301

ქეთა თოფურიას მამა ანდრო თოფურია 2014 წელს რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ყველასთვის ცნობილია და ქეთას თავადაც არაერთხელ დაუდასტურებია რუსულ მედიასთან, რომ მამამისი კანონიერი ქურდი იყო.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას ყოფილმა შეყვარებულმა, რეპერმა გუფმა მათ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა მოკლე ფილმში, სადაც ამბობს, რომ მომღერალთან არაფორმალური, ზედაპირული ურთიერთობა აკავშირებდა. 40 წლის რეპერი ამბობს, რომ ქეთა პირველი ქალია, რომელმაც მიატოვა, სწორედ ამიტომ ნახევარი წელი დეპრესიაში იყო და სახლიდან არ გადიოდა. თუმცა არც მათი თითქმის სამწლიანი ურთიერთობის დროს იყო ბედნიერი. გუფის თქმით, ქეთასთან შეხვედრები გასართობად დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედმეტად „შეტოპა“.

რეპერმა აღიარა, რომ ქეთაზე მეტად უფრო მომღერლის მამით იყო დაინტერესებული. „პირველ რიგში მინდოდა შოუსთვის. უფრო მეტად მაინტერესებდა მისი მამის ვინაობა, რადგან მის შესახებ ბევრი მსმენია“, - ამბობს მუსიკოსი და ქეთასთან გატარებულ დროს „დროის დაკარგვად“ აფასებს. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში კარიერაშიც ჩავარდნა ჰქონდა და ვიზუალურადაც გასუქდა და ფორმიდან ამოვარდა.

ახლა გუფი აპირებს, რომ საყვარელ ქალთან გოგონა გააჩინოს და მას არასდროს უღალატოს. ის ახლა ლესიას ხვდება, რომელიც, გუფის თქმით, მისმა პირველმა მეუღლემ აიზამ „ინსტაგრამზე“ აღმოაჩინა და მისით მოიხიბლა. გუფი არ გამორიცხავს, რომ შეყვარებულზე იქორწინოს კიდეც. რაც შეეხება ქეთა თოფურიას, ის ახლა საყვარელ მამაკაცთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ცხოვრობს და თავს ბედნიერად გრძნობს. გუფს ის დაახლოებით ორი წელია რაც დაშორდა. ამ უკანასკნელის გამო კი პირველი ქმარი - ლევ გეიხმანი მიატოვა, რომელთანაც გოგონა - ოლივია ჰყავს.

ქეთა თოფურიას მამა ანდრო თოფურია 50 წლის ასაკში რუსეთის ერთ-ერთ ციხეში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით 2014 წელს გარდაიცვალა. ყველასთვის ცნობილია და ქეთას თავადაც არაერთხელ დაუდასტურებია რუსულ მედიასთან, რომ მამამისი კანონიერი ქურდი იყო. „მამაჩემი კრიმინალური ავტორიტეტი იყო, კანონიერი ქურდი, თუმცა ჩვენ დროში ყველა კანონიერი ქურდი ბიზნესში გადავიდა. სტატუსის მიუხედავად ის იყო აბსოლუტურად ადეკვატური, ხალისიანი, ახალგაზრდა მამაკაცი ცისფერი თვალებით“, - გულწრფელად განაცხადა ქეთამ ანდრეი მალახოვის შოუში და თავისი გულწრფელობით ოვაციებიც დაიმსახურა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)

მთავარი თემები