18:24 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1749)
124 0 0

საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 1411 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 1132 პაციენტი

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ამჟამად ეპიდემიოლოგები მუშაობენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში, ბიოლოგიურ ნიმუშებს ქუთაისის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში ტესტირება ჩაუტარდა 100-მდე მოქალაქეს. შედეგები ხვალ იქნება ცნობილი.

დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ სასაშში მცხოვრებ ცოლ-ქმარს. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, რადგან მანამდე სოფელ ლენჯერში მცხოვრებ პაციენტებთან ჰქონდათ კონტაქტი.

დაავადებათა კონტროლის ლენტეხის განყოფილების უფროსის, გოგი ონიანის თქმით, წყვილი არღვევდა თვითიზოლაციის წესებს, ამიტომაც მეუღლეების ყველა კონტაქტი უნდა დადგინდეს.

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული 17 ახალი შემთხვევიდან 11 უკავშირდება „ლენჯერის კლასტერს“.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, მესტიისა და ლენჯერის გარდა, 21 აგვისტოდან გაიხსნა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1411-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)

მთავარი თემები