12:20 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (136)
37910

ამიერიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მოსაკრებლის გადახდის ფაქტებს ელექტრონულ სისტემაში გადაამოწმებენ, ამისათვის მონადირის პირადი მონაცემები იქნება საჭირო

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მონადირეებს სანადირო სეზონზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის მატერიალური სახით წარდგენა აღარ მოუწევთ, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის Facebook-გვერდზე.

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს ბოლოს იწყება. დღემდე თითოეულ მონადირეს ნადირობისას თან უნდა ჰქონოდა მოსაკრებლის გადახდის ქვითარი და ნებართვა სანადირო თოფზე.

დეპარტამენტის განცხადებით, ამიერიდან დეპარტამენტის თანამშრომლები მოსაკრებლის გადახდის ფაქტებს ელექტრონულ სისტემაში გადაამოწმებენ, ამისათვის კი მონადირის პირადი მონაცემების ცოდნა იქნება საჭირო.

თუმცა, ვინაიდან მოსაკრებლის გადახდა ხაზინაში შესაძლებელია აისახოს არამყისიერად, დეპარტამენტმა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ხოლო შემდგომში ამის ვალდებულება მას არ ექნება.

მოსაკრებლის ოდენობა ერთ ადამიანზე 10 ლარს შეადგენს. საქართველოში ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ფრინველებზე და თითოეული სახეობაზე გარკვეულ პერიოდში.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებზე და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო - 250-მეტრიან ზონაში. ნადირობის წესების დარღვევისთვის დაწესებულია ჯარიმა 100-დან 2000 ლარამდე - დარღვევის ტიპის მიხედვით.

საქართველო მიგრანტ და გადამფრენ ფრინველთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. ყოველ წელს ქვეყანას გადაუფრენს მილიონზე მეტი ჩიტი.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (136)

მთავარი თემები