Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნიკოლა კალაძე სპეციალური აღჭურვილობით სახლს ასუფთავებს – ანუკის ახალი დამხმარე ძალა

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში კალაძეების ოჯახის მორიგი უსაყვარლესი ვიდეო გავრცელდა. პატარა ნიკოლა დედას იატაკის მოწმენდაში ეხმარება. ნახეთ, როგორ მოხდენილად უჭირავს იატაკის საწმენდი.

სახლში დარჩენილი პატარა ბიჭუნა გართობის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. მან ერთ-ერთ ძმასთან ერთად სახლის მოწესრიგება გადაწყვიტა. ანუკი არეშიძემ უმცროსი ვაჟი უსაყვარლეს ვითარებაში დააფიქსირა. ნიკოლა კალაძე იატაკის საწმენდს მოხერხებულად, პროფესიონალივით იყენებს, შედეგად იატაკი ბევრად სუფთაა, დედა – გახარებული და დასვენებულია. მოუსვენარი ნიკოლა კალაძე დედ-მამას მოდუნების არც ერთ წუთს არ აძლევს. უფროს ძმებს აწყობილ ლეგოებსა და კუბიკებს უნგრევს, მამას გაურბის და დედას ლოყებზე ჩქმეტს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ.

თვითიზოლაციაში მყოფი მშობლები და შვილები გასართობად სხვადასხვა საქმიანობას მიმართავენ. კალაძეების დიდ ოჯახში ჟრიამული არ იკლებს. ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეოების მიხედვით, პატარა ვაჟებთან დიდ დროს დიზაინერი დედა ატარებს. ბიჭები ერთად მხიარულობენ, ზოგჯერ სხვადასხვა საგანში ემზადებიან, უფრო ხშირად კი ერთ ოთახში ერთმანეთზე ზრუნავენ. ანუკისა და კახას ოფიციალურ გვერდზე  პოზიტიური ვიდეოების ნაკლებობა არ იგრძნობა. დღითი დღე ცოლ-ქმარი უფრო პოპულარული ხდება.

View this post on Instagram

❤️❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

ყველა ახალი ამბავი
0