მოსკოვში მოღვაწე ცნობილი მომღერალი სოციალურ ქსელში სევდიან ტექსტს ავრცელებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მომღერალი განმარტოებით ცხოვრობს.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი დიანა ღურწკაია სოციალურ ქსელში კორონავისურის პანდემიას ეხმაურება და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
A post shared by Диана Гурцкая (@diana.gurtskaya.official) on
მომღერლის თქმით, მოსკოვი ჩვეული ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება და ეს ახარებს, რადგან კარანტინის პერიოდში მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ყოფნა მოენატრა, რომლებსაც პანდემიამ დააშორა.
A post shared by Диана Гурцкая (@diana.gurtskaya.official) on
დიანა ღურწკაია დაბადებით უსინათლოა, რომელმაც, ამის მიუხედავად, ბევრს მიაღწია სცენაზე. მან დაარწმუნა მუსიკის პედაგოგები, რომ ფორტეპიანოზე დაკვრას შეძლებდა, ხოლო 10 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა ფილარმონიის სცენაზე, სადაც ირმა სოხაძესთან ერთად იმღერა.
A post shared by Диана Гурцкая (@diana.gurtskaya.official) on
მომღერალი ცდილობს, ფართო დიზაინის სათვალე ატაროს, რომელიც კარგად ფარავს მის სახეს. ვარსკვლავმა მოახერხა ღირსეულად გადაეტანა თავისი ავადმყოფობა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი შეიძლება ნაზი და სუსტი მოგეჩვენოთ, სინამდვილეში დიანა ძლიერი ბუნების ნატურაა.
სხვათა შორის, დიანა ყოველთვის არ მალავს საკუთარ თვალებს. ინტერნეტში ძალიან ბევრია ვარსკვლავის ბავშვობის ფოტო. ცოტა ხნის წინ კომპოზიტორ ვიქტორ დრობიშის სიმღერაზე კლიპიც გადაიღო, რომელშიც, პირველად მთელი შემოქმედების მანძილზე, სათვალის გარეშე მონაწილეობს. დიანა ღურწკაიას ორი ვაჟი ჰყავს და მეუღლესთან – პიოტრ კუჩერენკოსთან თავს ბედნიერად გრძნობს.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა 2004-2012 წლებში შევიდა, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ კი ქვეყანაში განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა
დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება, რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.