00:44 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
266 0 0

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. მესტიისა და ლენჯერის გარდა, ზემო სვანეთში ყველა ადმინისტრაციული ერთეული შესაძლოა, 21 აგვისტოდან გაიხსნას, ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში სულ 3 509 PCR ტესტი გაკეთდა, მათგან ადგილობრივებს შორის კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფ ჩასულ სტუმრებს შორის Covid-19 21 პირს დაუდგინდა. ანუ მესტიის მუნიციპალიტეტს სულ 49 შემთხვევა უკავშირდება. ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში.

„გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინე ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს. აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევა, რომელიც ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, დღეს დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმოსკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა. აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული.

მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

„კოლექტიური იმუნიტეტი არ გვიშველის“ -  ჯანმო განმარტავს >>

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები