08:25 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (330)
375 0 0

აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ახალ მონაკვეთებზე ახალი სავაჭრო სივრცეები მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე აგვისტოს მეორე ნახევარში ხაშურის შემოვლითი გზის მონაკვეთი გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა–ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეუერთდება. აქტიურ პროცესშია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაც.

აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლის ხაშურის „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში, მაგრამ, ამასთან, ახალ გზებზე სავაჭრო სივრცეების მოწყობა იგეგმება

„იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გზის შესაბამის მონაკვეთებთან მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი სავაჭრო სივრცეები ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითაროს ბიზნესი უსაფრთხოებისა და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში.

საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობა გრძელდება>>

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (330)

მთავარი თემები