00:28 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
273 0 0

კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ეპიდემიოლოგებმა ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერ ვერ მოახერხეს.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ინფიცირების წყაროს დადგენა ორ შემთხვევაში ვერ მოხერხდა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ახალი შემთხვევებიდან ერთი უკავშირდება სვანეთის სოფელ ლენჯერს, ერთი ქობულეთს, ერთი დადასტურებულ შემთხვევას, ოთხი „შემოტანილი“ შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, კიდევ ერთი – სამედიცინო მუშაკია, ხოლო ორ შემთხვევაში წყაროს დადგენის პროცესი გრძელდება.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ექვსი ადამიანი გამოჯანმრთელდა (ეს ოფიციალურ მონაცემებში ჯერ ასახული არ არის).

„გამოჯანმრთელებულები მხოლოდ ექვსით გაიზარდა და არის 1098. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელ დღეს კოვიდ-ცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

236 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 23-ის – მძიმე.

„გუშინ გვყავდა ექვსი კრიტიკული პაციენტი, ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გადაყვანილი იქნა მძიმეთა სიაში, მაგრამ დაგვემატა კიდევ ერთი ახალი კრიტიკული პაციენტი და კვლავ ექვსი კრიტიკული პაციენტი გვყავს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, იქ ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ. კლინიკაში ამჟამად 34 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა დღეისათვის 1351 ადამიანს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1098, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები