„დახმარებას ითხოვდნენ...“ – თვითმხილველი „ბაუჰაუსის“ გაუჩინარებულ თანამშრომლებზე წერს

© Photo: Baia Beruashvili / FBბაია ბერუაშვილი
ბაია ბერუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 აგვისტოს, დაახლოებით დილის 5 საათზე ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე სამუშაო ადგილიდან რამდენიმე წუთით გარეთ გავიდნენ და გაუჩინარდნენ.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მტკვარში მაშველების მიერ ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდები ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე გაუჩინარების წინა დღეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შენიშნეს. ინფორმაციას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.

სამაშველო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს – ვიდეო

სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, რომ ახალგაზრდები 14 აგვისტოს, 19:00 საათზე პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კუთხეში ავტომანქანიდან დაინახა, მათ ხელში დიდი პლაკატები ეჭირათ წარწერით „ვაგროვებ სტუდენტურ გადასახადს“.

„ჩემს დაქალს ისიც ვუთხარი – რა საყვარლები არიან, თან ასე რომ აგროვებენ სწავლის ფულს-მეთქი. მათ ბედნიერი, გაბადრული სახეები ჰქონდათ”, – წერს მომხმარებელი.

ბარ „ბაუჰაუსიდან“ გაუჩინარებული ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მდინარე მტკვარში 17 აგვისტოს, ძებნიდან მესამე დღეს იპოვეს.

სამძებრო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
უშედეგო ძებნის მესამე დღე – „ბაუჰაუსის“ დაკარგულ თანამშრომლებს ახლა უკვე მტკვარში ეძებენ

ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს, 21:00 საათზე შევიდა.

დაკარგვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

მანამდე ბარის ადმინისტრაციამ თანამშრომლების დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ყველა ახალი ამბავი
0