07:08 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2079)
48030

სოციალური ქსელის ახალ იდეას მსახიობი რუსკა მაყაშვილიც შეუერთდა. უსაყვარლესი ვიდეო, რომელზეც ბიჭუნამ „ჩუპა-ჩუპსი“ მოიპარა, ძალიან გაგამხიარულებთ.

რუსკა მაყაშვილი ახალ მოძრაობას შეუერთდა, რომლის მიზანი ბავშვების ნებისყოფის შემოწმებაა. სოციალური ქსელის მომხმარებლები შვილებს ტკბილეულს აძლევენ, ოღონდ ბავშვებმა არ უნდა მიირთვან მანამ, სანამ მშობლები ოთახში არ დაბრუნდებიან. ბავშვების რეაქციები დიდ მხიარულებას იწვევს. ზოგი პატარა იტყუება, ზოგი ტკბილეულს მხოლოდ ლოკავს, ზოგიერთი მათგანი კი ცდუნებას ვერ უძლებს და ჭამას იწყებს. ასე მოხდა პატარა ილიას შემთხვევაშიც. რუსკას ვაჟის რეაქცია პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

View this post on Instagram

first time in the theater ❤️

A post shared by Russana18🧜🏼‍♀️ (@russana18) on

საკმარისი იყო დედა ოთახიდან გასულიყო, რომ პატარა ბიჭმა ტკბილეულობას სტაცა ხელი და მაგიდის ქვეშ დაიმალა, რათა „ჩუპა-ჩუპსი“ გემრიელად გაელოკა. რუსკას გაფრთხილებამ არ გაჭრა. ახალგაზრდა დედა ოთახიდან გავიდა სიტყვებით – „ეს კანფეტები არ აიღო, არ შეეხო არაფერს, სანამ არ დავბრუნდები“. ილიამ კი ცდუნებას ვერ გაუძლო, დედის გასვლისთანავე ჩამოხტა დივნიდან, მაგიდიდან ერთ-ერთი გემრიელობა აიღო და სასწრაფოდ დაიმალა.

View this post on Instagram

Back to back

A post shared by Russana18🧜🏼‍♀️ (@russana18) on

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს კამერაა ჩართული და გაჯეტები ბავშვების მხარეს არის მიმართული, ტკბილეულობით გატაცებული პატარები ამ ყველაფერს ვერ ამჩნევენ. მხიარულ რუსკა მაყაშვილს ოჯახის წევრებიც განსაკუთრებულად მხიარული ჰყავს. მათი პოზიტიური განწყობა ყველას მოსწონს, შესაბამისად, რუსკა და მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა გადაცემების სასურველი სტუმრები არიან. რუსკას ერთი ვაჟი – პატარა ილია ჰყავს. მას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ რუსკა არ ჩქარობდა. სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები და რუსკას ფანები აღნიშნავენ, რომ ილია ხასიათით დედას ჰგავს. ამაში ეს ვიდეოც დაგარწმუნებთ.

რუსკა მაყაშვილი პირად ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, სანდრო ნიჟარაძეზე არასდროს საუბრობს. წლების მანძილზე სანდრო და რუსკა ერთად იყვნენ, პირად ცხოვრებას აშენებდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ. მაგრამ პოზიტიური რუსკა მასმედიის წარმომადგენლებმა „ვერ გამოტეხეს“.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)

მთავარი თემები