Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნიკოლოზ წულუკიძე მამა გახდება – როგორ გამოიყურება მისი ფეხმძიმე მეუღლე?

© courtesy of Nikoloz Tsulukidzeნიკოლოზ წულუკიძე
ნიკოლოზ წულუკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანის ოჯახში მატებას ელოდებიან. ყველასთვის ცნობილ ტელესახეს სულ რამდენიმე თვეში პატარა სიხარული გაუჩნდება. ნიკოლოზ წულუკიძე მამა მეორედ გახდება. ნახეთ როგორ გამოიყურება მისი ფეხმძიმე მეუღლე.

ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტელეწამყვანმა ქალიშვილის იუბილეზე სასიხარულო ამბავი გაასაჯაროვა. სესილი წულუკიძეს 6 წელი შეუსრულდა. ნიკოლოზმა გოგონას დაბადების დღე იზოლაციის პირობებშიც გადაუხადა. ვარდისფერ ფერებში მორთულ ეზოში ულამაზეს კაბაში გამოწყობილი გოგონა ბედნიერებას ასხივებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი ქართული ტელესივრცისთვის უპრეცედენტო გადაცემის წამყვანობას შეუდგა, შვილის დაბადების დღეზე დასწრება მოახერხა. „ავტოგრაფი“ ტელეეკრანებზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ცნობილ ქართველებზე გადაღებულ გადაცემას ნიკოლოზის მიერ გადმოცემული აქამდე უცნობი ისტორიების დამსახურებით მაღალი რეიტინგი აქვს.

ნიკოლოზ წულუკიძის ცხოვრებაში წარმატება დიდი შრომის შედეგად მოვიდა. თეატრმცოდნე ლეგენდარული  მსახიობების, მწერლების, პოეტებისა თუ საზოგადო მოღვაწეების საღამოებს ისე უძღვება, რომ დარბაზი მისი მოსმენით მონუსხულია. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ წულუკიძე სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე გადაცემის წამყვანობას ახერხებს. თეატრმცოდნის ინტელექტსა და გაწონასწორებულ საუბრის მანერაზე საუბარი ზედმეტია. საკუთარი იმიჯი კეთილგანწყობით, სკანდალების გარეშე და შრომით შექმნა.

პოზიტიური, თბილი და ყველასათვის საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძე დადებით ემოციებთან და განსაკუთრებულ იუმორის გრძნობასთან ასოცირდება. „იმედის“ წამყვანი და თეატრმცოდნე შემეცნებითი სიუჟეტებით ანებივრებს მაყურებელს. ბევრს მოგზაურობს როგორც გადამღებ ჯგუფთან, ასევე ოჯახთან ერთად. პანდემიის გამო უამრავი ქართველი ვარსკვლავი სამსახურს დროებით დაემშვიდობა, მაგრამ ეს ნიკოლოზ წულუკიძეს არ ეხება. ქალიშვილის დაბადების დღე ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად აღნიშნა. „სესილიას იზოლირებული დაბადების დღე“, – დაწერა ნიკოლოზმა ოფიციალურ გვერდზე.

სესილი წულუკიძის 6 წლის იუბილეზე ფეხმძიმე დედის წამოზრდილი მუცელი კარგად ჩანს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის ელოდება წყვილი, მაგრამ ნიკოლოზის განსაკუთრებული მზრუნველობა ფოტოებზეც კი კარგად აისახა. როდესაც სესილი 3 წლის იყო, ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მამობამ ძალიან შეცვალა. მისთვის ყველაზე პრიორიტეტული შვილია. ახლა კი, მალე – შვილები.

ნიკოლოზ წულუკიძემ ოჯახი წლების წინ შექმნა. მისი რჩეული თეკლა კოსტავა გახდა. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა. მათ ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. თეკლას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ნიკას ინტერვიუების მიხედვით, მისი მეუღლე ბანკში მუშაობს და საჯაროდ, ტელეეკრანებზე გამოჩენა არ ხიბლავს. ამიტომ ნიკა დაოჯახების ამბავს დიდი ხნის მანძილზე საჯაროდ არც განიხილავდა.

ყველა ახალი ამბავი
0