15:43 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2124)
137210

გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას უმცროსი ვაჟი მშობლებს აგარაკზე ეხმარება. ნახეთ როგორ გაიზარდა ყოფილი პრეზიდენტის შვილი.

ქალაქგარეთ, მზიან და მთიან სოფელში მარგველაშვილების ოჯახი რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ულამაზესი სახლი და კარმიდამო საკუთარი ხელით ააშენა. ამ ყველაფერში მას ყოფილი პირველი ლედიც ეხმარებოდა, რომელმაც უზარმაზარი ეზო სხვადასხვა ფერადი ყვავილებით უფრო მეტად გაალამაზა. პანდემიამდე გიორგი მარგველაშვილი ეზოში ცალკე აშენებულ პატარა სახლში ტურისტებს მასპინძლობდა. ასე მარგველაშვილმა და ჩიჩუამ პატარა ბიზნესი წამოიწყეს. ახლა კი ეზო დაცარიელდა და იქ მხოლოდ თომას და თემოს ჟრიამული ისმის. ოჯახის ორი ვაჟი ერთად დიდ დროს ატარებს. ბიჭუნების აღზრდაში მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილის უფროსი ქალიშვილებიც მონაწილეობენ. ეზოსა და სახლის მოპირკეთების გარდა, ცოლ-ქმარი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად განაგრძობენ მოღვაწეობას. მაკა ჩიჩუა რამდენიმე თვის წინ „მთავარ არხზე“ ტელეწამყვანის ამპლუაში გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავიურსმა ყველა სახლში დატოვა, ეს მარგველაშვილებისთვის სიახლე არ იყო. ვინაიდან ოჯახის თითოეული წევრი განსაკუთრებულად აფასებს ქალაქგარეთ ცხოვრების დადებით მხარეებს. ისინი ცხოვრების არსს სწორედ აქ პოულობენ და დედაქალაქში მხოლოდ საქმიან შეხვედრებსა და გადაღებებზე ჩამოდიან. ამიტომ პატარა თომა მიჩვეულია ეზოში საქმიანობას და დედ-მამას ახლაც ეხმარება. ამის შესახებ მაკა ჩიჩუამ საკუთარ გვერდზე დაწერა და ბიჭუნას უსაყვარლესი სურათი გამოაქვეყნა. საგანგებოდ გამოწყობილი თომა მარგველაშვილი ეზოს შუაგულში დგას და მშობლების მითითებებს ასრულებს. ნახეთ, როგორ შეიცვალა და გაიზარდა ის...

მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ – თემო და თომა მარგველაშვილები. ყველასათვის ცნობილია, რომ მაკასაც და გიორგისაც პირველი ქორწინებიდან ქალიშვილები ჰყავთ, მაკა ჩიჩუას – მაშო, ხოლო გიორგი მარგველაშვილს – ანა. ტელეარხების მეშვეობით, რომლებიც მათ სახლს ხშირად სტუმრობენ, ირკვევა, რომ მარგველაშვილების ოჯახში დიდი და გულანთებული მეგობრული დამოკიდებულება სუფევს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2124)

მთავარი თემები