08:31 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2095)
36510

კუზანოვების ცნობილ ოჯახში მატებაა. ბაია კუზანოვს ბიჭუნა შეეძინა. სოციალურ ქსელში ახალშობილის ფოტოები ვრცელდება.

ექიმისა და ტელეწამყვანის ნინო ნადირაძის ქალიშვილი ბაია კუზანოვა 1 აგვისტოს დედა გახდა. ახალგამომცხვარმა ბებიამ მშობიარობის შემდეგ ბაიას პირველი ფოტო „ინსტაგრამ სთორიზეც“ ატვირთა. გოგონამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა და ბიჭი გააჩინა.

ბაია კუზანოვის ორსულობის შესახებ ცნობილი დაახლოებით ორი თვის წინ ნინო ნადირაძის სოციალური ქსელიდან გახდა. გუგა და ნინო კუზანოვებმა ბაია ერთი წლის წინ დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის.

ნინო ნადირაძემ შვილის ქორწილის დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბაია და ყველა ქალი გათხოვებისთვის ენანება. როგორც აღმოჩნდა, დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. ბაიას რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გიორგი ბეჟაშვილია.

View this post on Instagram

@dr.gugakuzanov

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2095)

მთავარი თემები