11:34 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1727)
275 0 0

კაფე-ბარში, სადაც ინფიცირებულები გამოავლინეს, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, მიმდინარეობს გაღრმავებული ეპიდემიური კვლევები და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქობულეთში საპანიკო არაფერია, პროცესი მალე ჩაქრება, განაცხადა დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ტესტირება უკვე ჩაუტარდა ბარ „ჰავანას“ ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტს – 91 ადამიანს და მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიური კვლევები.

„ვფიქრობთ, რომ იქ პროცესი მალე ჩაქრება და ზაფხულის სეზონს არ ემუქრება არავითარი საშიშროება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, კაფე-ბარში გამკაცრებულია რეგულაციები და ტარდება ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში აღნიშნა, რომ ადამიანები ამ კაფეში ღია სივრცეში იმყოფებოდნენ. სამივე ინფიცირებული თბილისიდან ჩავიდა. ისინი ზაფხულობით ქობულეთში მუშაობენ. ყველა კონტაქტი დადგენილია და შემოწმებულია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1727)

მთავარი თემები