11:46 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2076)
41351 0 0

კაკი ბოლქვაძე წლებია, ქართულ შოუ-ბიზნესშია. მაყურებელმა ის ქართველი მომღერლების სკანდალური კლიპიდან კიდევ ერთხელ გაიცნო, სადაც პირველივე კადრებში ჩანს. ცოტა ხნის წინ კაკი გია სურამელაშვილთან ერთად სკანდალშიც გაეხვა, როდესაც მომღერალი კონცერტიდან გააგდო

ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ქართველი მომღერლების სკანდალური კლიპის ავტორი კაკი ბოლქვაძე სტუმრად იმყოფებოდა, სადაც გადაცემის წამყვანმა დაუსვა კითხვა - მართალია თუ არა, რომ მის გამო გათხოვილმა ქალმა ოჯახი დაანგრია და ვინ იყო ეს ქალი. კონვერტი, სადაც ამ ქალის ვინაობის შესახებ ინფორმაცია იყო მოთავსებული, კომპოზიტორმა დაწვა და აღნიშნა, რომ არ უნდა ამ ქალზე საუბარი, თუმცა აუციულებლად ჰკითხავს როდესაც მას ნახავს, რატომ შეუყვარდა ის, როცა 165 კილოგრამს იწონიდა მაშინ. კომპოზიტორმა ასევე აღნიშნა, რომ ჭარბი წონა კუჭის დაპატარავების ოპერაციის შედეგად მოაგვარა და ახლა ნორმალურ წონაზეა.

ქართველი მომღერლების კლიპი რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და ის საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. კლიპის ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე, გავრცელებული ინფორმაციით, შეუძლოდაც კი გახდა. კლიპი „დარჩი სახლში“, სადაც მონაწილეობას ქართველი მომღერლები იღებენ, კორონავირუსთან ბრძოლას მიეძღვნა. კლიპს სოციალურ ქსელებში ქართველი მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოხმაურებები ძირითადად კრიტიკული იყო.

იდეის ავტორი მომღერალი სოფო ბედიაა, რომელიც თავადაც მონაწილეობს კლიპში ოჯახთან ერთად. კლიპში ასევე მონაწილეობენ ცნობილი მომღერლები: ნინი ქარსელაძე, აჩი ფურცელაძე, მარიკა თხელიძე, თემურ თათარაშვილი, ნინო ჩხეიძე... საზოგადოების ნაწილმა ნამუშევარი დაიწუნა, ნაწილი კი აღფრთოვანებულია და დადებით კომენტარებს არ იშურებს კლიპის შემქმნელების მიმართ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2076)

მთავარი თემები