12:07 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1762)
108 0 0

საკარანტინო ზონებში პირობების თემა გახდა განხილვის საგანი ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც კარანტინში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი გაქცევის მიზნით სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტები საკარანტინო ზონების დასათვალიერებლად მედიატურებში მოიწვია.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საკარანტინო ზონები ქვეყნის საუკეთესო სასტუმროებში მოეწყო. იქ 12 დღის განმავლობაში კარანტინში მყოფ ყველა პირს საკვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

„მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური ინტენსივობით შემოგთავაზოთ მედიატურები  საქართველოში არსებულ ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში. უზრუნველვყოფთ თქვენს ჩასვლას პროტოკოლის დაცვით და თავად შეაფასეთ იქ არსებული მდგომარეობა და ფაქტობრივად, ის ხუთვარსკვლავიანი სერვისი, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

საკარანტინო ზონების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც კარანტინში ნაცნობთან ერთად მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცი გაქცევის მიზნით სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა. მამაკაცის მეუღლე ამტკიცებს, რომ ის ერთ ნომერში მისთვის პრაქტიკულად უცნობ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა.

ამ შემთხვევის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინტერვიუები მოქალაქეებთან, რომლებიც კარანტინის პირობებს უჩივიან და ამტკიცებენ, რომ უცხოელები და ჩინოვნიკები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, ხოლო დანარჩენებისთვის ძალიან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1762)

მთავარი თემები