04:47 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
188 0 0

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191.

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik.  სამების საკათედრო ტაძარში გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის  შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

13 პირიდან ორს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის წევრები იმყოფებიან. 

 

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. არ უნდა განმეორდეს ამგვარი ტრაგედია საქართველოში. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას მშვიდობა,” – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

2010  წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, 1992-1993 აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.

მექანიზმის ამუშავებიდან, ანუ 2010 წლიდან სულ აღმოჩენილია 563 ადამიანის ნეშტი. აქედან ჯერ მხოლოდ 191 ადამიანის ამოცნობა მოხერხდა, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.

საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

 

 

 

მთავარი თემები