მშობლების საყურადღებოდ! დარეგისტრირდით და მიიღეთ 200–ლარიანი დახმარება

© photo: Sputnikვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად მშობლებმა ონლაინ–რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე უნდა გაიარონ

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ბავშვები საქართველოში ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ფულად დახმარებას ბავშვის მშობლები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები შეძლებენ.

მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე ერთჯერადი დახმარების მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება პორტალზე  daxmareba.moh.gov.ge.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

1. ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი

2. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი

3. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)

4. საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

თუ მშობელი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მან უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

რეგისტრაციის გავლის შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge.

ყველა ახალი ამბავი
0