22:27 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (314)
94 0 0

ახალგაზრდა ნიჭიერი მათემატიკოსების დაჯილდოება სიმბოლურად გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც მინისტრმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კონკურსის შედეგად, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, გამოვლინდა 18 საუკეთესო მოსწავლე. გამარჯვებულებს ორგანიზატორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები – ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ: I ადგილზე გასულ მოსწავლეებს – 3000-ლარიანი, II ადგილზე – 2000-ლარიანი, ხოლო III ადგილზე გასულებს – 1000-ლარიანი.

„M ვექტორის“ ძირითად ეტაპზე საქართველოს 55 ქალაქიდან და სოფლიდან 500-მდე მონაწილე დარეგისტრირდა. 73 მონაწილე გადავიდა ფინალურ ეტაპზე. პროექტის ძირითადი და დასკვნითი ეტაპები დისტანციურად, ონლაინ–რეჟიმში ჩატარდა.

მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი – „M ვექტორი“ განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მორგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს – მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კონკურსი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის (EPRA) ორგანიზებით ჩატარდა. მისი ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU).

თემები:
განათლება საქართველოში (314)

მთავარი თემები