115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა

© Pexels / PhotoMIX Companyსახლის გასაღები
სახლის გასაღები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის ბოლომდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მასშტაბით, კიდევ 115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
წლის ბოლომდე კიდევ 2 ათასი დევნილი ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილებს უძრავი ქონება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და თბილისში დაუკანონდათ.

„დევნილი ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი დევნილებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ“, – ნათქვამია სამინსიტროს გვერდზე.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი 2000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა.

სამინისტროს ცნობით, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 21 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.

ყველა ახალი ამბავი
0