02:04 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1806)
1272 0 0

ორი მიწისქვეშა ბიძგი წალკიდან 21 და 18 კილომეტრში, სოფელ ფარავანთან 5 და 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. გუშინ, ღამით საქართველოში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

თავდაპირველად 3,5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:21 საათზე სოფელ ფარავანთან, წალკიდან 21 კილომეტრში დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში იყო.

36 წუთის შემდეგ, 23:57 საათზე პრაქტიკულად იმავე ადგილზე, სოფელ ფარავანში, წალკიდან 18 კილომეტრში 3,2 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1806)

მთავარი თემები