03:22 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (316)
192 0 0

აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი – შერჩევით

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. 2020 წლის ერთიანი ეროვნული  და საგრანტო გამოცდების შედეგების აპელაცია 11 აგვისტოდან დაიწყო, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 5 აგვისტოს დასრულდა. გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი დასრულდა>>

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისა და სტუდენტების სააპელაციო განაცხადების მიიღება დაიწწო 11 აგვისტოს 10:00 საათიდან და 14  აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადი  მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით და მის შესავსებად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge

გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციასაც აქვეყნებს: 

  • შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი, სტუდენტმა კი პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი;
  • მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“;
  • საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ ყველა დავალება; 
  • თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
  • დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

„აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს განაცხადი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულება 50 ლარია, შეფასების ცვლილების შემთხვევაში კი (დაკლების ან მომატების)  თანხა უკან ბრუნდება. თანხა უკან დაუბრუნდება გასაჩივრების მსურველს იმ შემთხვევაშიც, თუ ის 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი.

ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ან სტუდენტს  განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვს  და გაუჩნდა დავალების ან საგნის დამატების სურვილი, უკვე გაგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოს წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს). მათ გაუქმების შემდეგ განმეორებით მიეცემათ უფლება გააკეთონ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

2020 წლის გამოცდებში 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი,  3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი,  12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი მონაწილეობდა.

თემები:
განათლება საქართველოში (316)

მთავარი თემები