სოფელ ყარაჯალარში მკაცრი კარანტინი მოიხსნა

© Sputnik / Alex Shlamovკორონავირუსზე შემოწმება გარდაბნის რაიონში
კორონავირუსზე შემოწმება გარდაბნის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელში 17-დღიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ მოიხსნა ბლოკ-პოსტები და დღეიდან მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილება შეუძლია.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარი გუშინ, გვიან ღამით გაიხსნა – მთავრობამ ყველა შეზღუდვა მოხსნა.

როგორც Rustavi 2 იუწყება, სოფელში მოსახლეობის რამდენიმედღიანი გაფართოებული ტესტირება დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, PCR–ტესტირება ჩაუტარდა 1500-მდე ადამიანს. ტესტი დადებითი მხოლოდ ორ შემთხვევაში აღმოჩნდა. დღეს კიდევ 120 ნიმუშის შედეგებს ელოდებიან.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებრი ზრდა

დღეისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 71 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და აქედან 42 სოფელ ყარაჯალარშია.

გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად ყარაჯალარში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 24 ივლისს გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 1250 ადამიანია. ბოლო დღე-ღამეში ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა – გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0