11:35 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2095)
136910

ნანკას უცნაური დავალებების შესრულება გადაცემა „თვითიზოლაციაში“ მოუწია. არაორდინარულმა ცეკვამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ნახეთ მხიარული ვიდეო, რომელიც დადებით განწყობას შეგიქმნით.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ერთგულ მაყურებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. ნანკა კალატოზიშვილი მაყურებლის საყვარელი სტუმარია. მსახიობმა და ტელეწამყვანმა შეუძლებელი შეძლო. შესასრულებლად უხერხული დავალებების მიუხედავად ნანკამ გამოწვევებს ნამდვილი პროფესიონალივით უპასუხა. მას ამაში სამსახიობო ნიჭი დაეხმარა. თუ როგორ ასრულებს სხვადასხვა უჩვეულო დავალებას და როგორ ცეკვავს ნანკა კალატოზიშვილი ფართო აუდიტორიის წინაშე, იხილეთ ვიდეო გადაცემიდან და თავად დარწმუნდებით ნანკას შესაძლებლობებში.

სპეციალურ დაფაზე მიწერილი დავალებები მსახიობმა ცეკვა-ცეკვით შეასრულა. სტუდიაში მყოფი სტუმრები გაოგნებული დარჩენ. ყოველი ახალი ფურცელი ახალ თავსატეხს უდრის. ნანკას უნდა მოერგო სხვადასხვა როლი, ესენია: „ბალერინა, რომელსაც ტუალეტში ძალიან უნდა“; „დუნდულებზე კონტროლი დაკარგე და გიკვირს“; „ცეკვავ ვალსს ისე, რომ მეწყვილეს არ უნდა უყურო თვალებში“; „გუბაზ სანიკიძე დისკოს ცეკვავს“ და ა.შ. წარმატებულმა მსახიობმა იმდენად ენერგიულად შეასრულა თითოეული ცეკვა, რომ მისი კოლეგებიც შეუერთდნენ. უსაყვარლესმა ვიდეომ და შესრულებულმა დავალებებმა სულ რამდენიმე საათში 11 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2095)

მთავარი თემები