Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აზრზე არ არის არავინ რა გზა გავიარე...“ - განო მელითაურმა ერთდროულად ორი ადამიანი დაკარგა

© photo: Nini Dedalamazishvili / FBგანო მელითაური
განო მელითაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
განო მელითაური სოციალურ ქსელში იმ მძიმე დღეებზე წერს, რაც გამოიარა და რომლის შესახებაც საზოგადოებამ აქამდე არ იცოდა

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. პიარტექნოლოგი და ყოფილი ტელეწამყვანი განო მელითაური სოციალურ ქსელში ბებიისა და ასევე ყოფილი დედამთილის - გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას დედის გარდაცვალებას ემოციურად იხსენებს.

აღმოჩნდა, რომ მან ბებია და ლენა ერთ დღეს დაკარგა და მათი დაკრძალვა მის დაბადების დღეს დაემთხვა, რაც ძალიან ემოციური იყო.

„კოტეს დავპირდი, რომ ლენას მივხედავდი რაც არ უნდა მომხდარიყო. ბევრმა ლენასიანმა და ბებოსიანმა მატკინა გული. უბრალოდ აზრზე არ არის არავინ, მე რა გზა გავიარე 2015-2016 წლებში. მე მიყვარს ჩემი ცხოვრება და ძალას მაძლევენ ადამიანები, ვინც ჩემი გადარჩენა მოახერხეს მაშინ, ყოველი დღე, რომელიც ჩემი დის, კოტეს, ლენას და ბებოს ტრაგედიის მერე სიყვარულით, ახალი სიცოცხლით და ბედნიერებით თენდება, მაგალითია, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ“, - წერს განო.

განო მელითაური გასულ ზაფხულს მეოთხე შვილის დედა გახდა. მისი მეუღლე კახაბერ გაგნიძეა, რომელთან ერთადაც განომ საერთო ბიზნესი წამოიწყო. პატარას მშობლებმა რენე დაარქვეს. განო მელითაური მედიასთან პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავს.

განო მელითაურს სამი შვილი დარჩა პირველი მეუღლისგან, მსახიობ კოტე თოლორდავასგან, რომელიც 2015 წლის 11 აპრილს, აღდგომის წინა დღეს მოსკოვში გარდაიცვალა. მსახიობი იქ ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა. კოტეს გარდაცვალებისას განო ორსულად იყო და წყვილის მესამე შვილი ლოლიტა მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას.

ყველა ახალი ამბავი
0