Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ რომელი ცნობილი ადვოკატის შვილია მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე – ფოტოები

© Photo: Likuna Khachapuridze / FBლიკუნა ხაჭაპურიძე
ლიკუნა ხაჭაპურიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელ ლიკუნა ხაჭაპურიძეზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. გოგონა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისი და სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავ დომენიკ პარსელის რომანტიკულ ურთიერთობაზე გახდა ცნობილი.

ქართველი მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე სამოდელო კარიერაში მისმა მეგობარმა და სტილისტმა არტურ ავაკოვმა აღმოაჩინა. დღეისათვის ის ერთ-ერთი წარმატებული მოდელია.

შარშან სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავი დომენიკ პარსელი საქართველოში იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აქ გადასაღებად ჩამოვიდა, სინამდვილეში კი თავის მეგობარს, ქართველ მოდელს ლიკუნა ხაჭაპურიძეს სტუმრობდა და მას გადაღებებზე გაჰყვა, რის შედეგადაც ფოტოობიექტივშიც აღმოჩნდა.

როგორც ლიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დომენიკ პარსელს ხუთი წლის წინ „ინსტაგრამზე“ მისწერა და მას შემდეგ მეგობრობენ. თავად მსახიობმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო და ლიკუნა პირადად გაეცნო. როგორც ლიკუნა ამბობს, დომენიკი ყველას ეუბნებოდა, რომ მას ქართველი მოდელის ცოლად შერთვა სურს, თუმცა ლიკუნამ მეგობრობა არჩია, მიზეზი კი 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობა აღმოჩნდა. „აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე – 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ, ალბათ ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟეები აკლდა“, – ამბობდა მოდელი.

მოდელი შეყვარებულია. ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს და განსაკუთრებით Instagram-ის „სთორებში“ აქტიურობს, სადაც საყვარელ ადამიანს სიყვარულს უხსნის. მოდელის რჩეული ქართველი სანდრო ჭანტურიაა. წყვილმა ცოტა ხნის წინ ერთად ყოფნის ერთი წლის იუბილე აღნიშნა.

მოდელს მშობლებზე მასმედიასთან არასდროს უსაუბრია, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან ტრადიციული და მკაცრი ოჯახი აქვს და ცდილობს ყველაფერი გაითვალისწინოს, მაგრამ მთლად არ გამოსდის. ლიკუნას მამა ცნობილი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეა. ის არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი იყო და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პირიც. თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, ლიკუნა დედას – დიანა ხოფერიას უფრო ჰგავს.

ყველა ახალი ამბავი
0