03:59 02 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.1413
  • USD3.1988
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1866)
298 0 0

კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ხუთ შემთხვევაში კონტაქტები ცნობილია, ერთი შემთხვევა – შემოტანილია.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. აგვისტოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ჭარბობს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი „იმპორტირებულია“, ხუთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყნის COVID–ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 82%.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 32 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობაა 1213.

ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა შვიდი პაციენტი, ხოლო პანდემიის დასაწყისიდან სულ 994 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 7166 პირი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 282 პაციენტია.

საქართველოს 41 მოქალაქე სხვა ქვეყნებიდან არის გადმოყვანილი, მათგან 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1866)

მთავარი თემები